“ეს ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს” – თბილისში ბუტა რობაქიძის მემორიალი გაიხსნა 

თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან გაიხსნა, 14 წლის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მემორიალი გაიხსნა, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული ახალგაზრდების ხსოვნას მიეღვნა.

მემორიალზე განთავსებულია წარწერა: ” აქ დახვრიტეს ბუტა! მემორიალი ეძღვნება სააკაშვილის რეჟიმის დროს დახვრეტილი ახალგაზრდების ხსოვნას”.

მემორიალის გახსნას დაესწრო პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მან მემორიალი ყვავილებით შეამკო და ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა. მან სრულიად საქართველოს გიორგობა მიულოცა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ის რაც 14 წლის წინ მოხდა, ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს. ქართული საზოგადოების ვალია, არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები, ოჯახი, ახალგაზრდები რეჟიმმა გაანადგურა.

“ეს არის სიმბოლო იმისა, როცა ბოროტსა სძლია კეთილმა. ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები, ოჯახი, ახალგაზრდები რეჟიმმა გაანადგურა. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ გვინდა, ახალი საქართველო. გუშინ იყო სიმბოლური დღე, ფოტოგრაფების საქმე დასრულდა სამართლიანად და კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება სამართლიანობის აღდგენას. ჩვენ ყველანი თავის დროზე ამისთვის ვიბრძოდით, სამწუხაროდ ეს ბრძოლა არ დასრულებულა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს, დიდუბის ეკლესიასთან პატრულირების დროს, პოლიციის თანამშრომლებმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.

მსგავსი თემები