“ეს ადამიანები უღირსები ყოფილან, მათი საკითხი პოლიტსაბჭომ უნდა განიხილოს” – ალი ბაბაევი დეპუტატებზე

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალი ბაბაევი იმ თანაგუნდელებზეა განაწყენებული, ვინც გუნდურობის პრინციპებს არღვევს და მათ ზურგს აქცევს. ამის შესახებ, დეპუტატი “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები, ძალიან საზიანოა.

“პარლამენტი სიზმარშიც რომ არ მოლანდებიათ, ისეთი ადამიანები გახდნენ პალამენტარები, ძალიან აღფოთებული ვარ, რომ დღეს მხვდება ხალხი და მეუბნება, ნახეთ თქვენი წარმომადგენლები რას ჩადიანო და როცა დღეს ქვეყანაში მინდინარეობს ძალიან სერიოზული საერთაშორისო შიდა პროექტები, ინფრატრუქტურული პროექტები, რომლებიც ქვეყნის წინსვლაზეა ორიენტირებული, მაგრამ შიდა პოლიტიკური პროცესები ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას, როგორც ტურიზმს, ასევე სხვა საკითხებში.

ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებმა თუ დატოვეს პოლიტიკური პარტია, თუ ზურგი აქციეს თავის გუნდს, ისინი პარტიისთვის და ქვეყნისთვისაც, უღირსი ადამიანები ყოფილან. მათ დაარღვისეს ყველანაირი ეთიკა პარტიის იდეოლოგიის, ძალიან უხეშად დაარღვიეს პარტიის წესდება, თუ რაღაც პრეტენზიები ჰქონდათ, უმრავლესობის სხდომაზე გამოეხატათ პროტესტი, როცა მიმდინარეობდა ნიკა მელიას იმინუტეტზე კენჭისყრა, რატომ მაინცდამაინც მასინ მოხდა, რომ ზოგი არ დაესწრო, ზოგმა ხმა არ მისცა, დანის ჩარტყმას ნიშნავს, მათი მხრიდან,”- აცხადებს ალი ბაბაევი.

ბაბაევი აცხადებს, რომ ამ ადამიანების საკითხი პოლიტსაბჭომ უნდა განიხილოს.

“მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების პარტიაში, თვითონ პოლიტსაბჭომ უნდა განიხილოს ამ ადამიანების საკითხი და მკაცრი ღონისძიებები უნდა გააატაროს. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, პარტიას არ გააჩნია დღეს ისეთი რეგიონალური სამსახური, რომლიც საჭიროა, არ გააჩნია პიარი, არ გააჩნია სოციოლოგიური კვლევები, ანალიტიკური საინფორმაციო ცენტრი, სადაც უნდა გაანალიზდეს ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც დღეს აუცილებელია, “- განაცხადა ალი ბაბაევმა “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები