ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან

ბალტიის ქვეყნები ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინსზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელების წარმატებული შეკავების შემდეგ, 15 მაისიდან სამი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილება აღდგება.

ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევთ.

ასევე, როგორც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა განაცხადა, სამივე ქვეყანამ შეაკავა კოორნავირუსის გავრცელება და ისინი ერთმანეთის ჯანდაცვის სისტემებს ენდობიან.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლატვიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა, ესტონეთში – ორი, ხოლო ლიეტუვაში ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები