ესპანელმა ჩავი პრატიმ საკუთარ სახლზე საქართველოს დროშა ააფრიალა 

ესპანეთში, კერძოდ კატალონიის ავტონომიური ოლქის დედაქალაქ ბარსელონაში მცხოვრები, ქართველი ემიგრანტის, ეკა სიხარულიძისა და ესპანელი კატალანის – ჩავი პრატის სახლს დღეიდან საქართველოს დროშა დაამშვენებს. ქართველ-კატალანელმა წყვილმა დროშის გადმოფენა სიმბოლურად გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს დაამთხვია.

როგორც „მთავართან“ საუბრისას ეკა სიხარულიძემ განაცხადა, ამ სიმბოლურ აქციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს გეგმავდა, თუმცა, მეუღლემ გიორგობა არჩია. უფრო მეტიც, მათ ესპანეთში თავიანთი პატარა საქართველო აქვთ, თავიანთ ეზოში „ქართული ბოსტანი“ გააშენეს და ქართული ტრადიციები იქ გრძელდება.

ქართველ-კატალანური ოჯახის საკმაოდ საინტერესო ფართო პროფილს „მთავარი“ მკითხველებს მალე შესთავაზებს.

მსგავსი თემები