ესპანეთში ქარიშხლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ქარიშხალმა ”გლორიამ” ბოლო მონაცემებით 9 ადამიანი იმსხვერპლა. ოთხს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

კატალონიაში, ვალენსიასა და ბალეარქიებში ძლიერმა წვიმამ, ქარიშხალმა და გიგანტურმა ტალღებმა ქალაქების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. დანგრეულია ხიდები და ზღვის პირას არსებული სახლები, დატბორილია ცენტრალური ქუჩები. ესპანეთის გარკვეულ რაიონებში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას  ყინვა და თოვლი დაემატა.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ესპანეთის სამაშველო და სახანძრო სამსახური ამ დრომდე ებრძვის, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მსგავსი თემები