ესპანეთში “ქართული მაფიის” წევრები დააკავეს

“ქართული მაფიის” 15 წევრი კატალონიის პოლიციამ სპეცოპერაციისას აიყვანა. ისინი საქათველოს მოქალაქეები არიან. დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი.

დაკავებულები ორ კრიმინალურ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ და სხვადასხვა კრიმინალურ ქმედებების მონაწილეები არიან. რაც შეეხება ე.წ. კანონიერ ქურდს, ესპანელი სამართალდამცველები ამ ეტაპისთვის მის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა დადასტურებულია მისი ქართული წარმომავლობა და ასაკი – 53 წელი.  ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული პიროვნება ნასამართლევია.   მან სასჯელი რუსეთში  მოიხადა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა. მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ოქროს ნაკეთობები და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ამოიღეს.

დაკავებულთაგან 13 ადამიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ორი კი გირაოთი გაათავისუფლა.

როგორც ესპანელი სამართალდამცველები აცხადებენ, პოლიცია ამავე დაჯგუფების კიდევ დაახლოებით 10 ეჭვმიტანილს ეძებს.

მსგავსი თემები