ესპანეთში კორონავირუსით ​გარდაცვლილთა რაოდენობამ მცირედით იკლო

ესპანეთში ახალი კორონავირუსით 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობამ მცირედით იკლო. ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში 683 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ქვეყნაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 15 238 ადამიანია გარდაცვლილი.

ინფიცირებულთა რაოდენობა 146 690-დან 152 446-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები