ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს

ბოლო ერთ დღეში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 637 ადამიანი დაიღუპა. ესპანური გამოცემა, „ელ პაისის“ ინფორმაციით, გარდაცვალების მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 24 მარტის შემდეგ პირველად აღინიშნა.

ესპანური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დღემდე კორონავირუსს ქვეყანაში 13 055 ადამიანი ემსხვერპლა.

ესპანეთში კორონავირუსი საერთო ჯამში 135 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 40 000-მდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები