ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ექვსი პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორისაა “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკასთან, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა, მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხდომები დაიწყო, მათ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ვერ მოახდინეს.

მსგავსი თემები