ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლარის კურსის ცვლილების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ბოლო პერიოდში, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, ლარის კურსის ცვლილების მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები.

“ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ასევე გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, რის გამოც ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რამდენჯერმე მკაფიო ცვლილება განიცადა“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში მაინც გაიზრდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს.

„პირველადი გათვლებით, სხვა თანაბარ პირობებში, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს“, – აცხადებს არჩილ მესტვირიშივილი.

ამასთან, მისივე შეფასებით, დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.

მსგავსი თემები