“ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი” – მამუკა მდინარაძე

“ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი. უკვე უხერხულია. ამ ადამიანებს შეგნებულად თუ შეუგნებლად ჟურნალისტები ეხმარებიან, რომ პერფორმანსები დაიდგას, ამიტომ ამობრძანდით პარლამენტში და ყველაფერზე გიპასუხებთ“, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად წარდგენის გამო გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. 

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს მოუსმინონ და გაიგონ, რას აკეთებს და როგორ მუშაობს პარლამენტი.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის არჩილ თალაკვაძის ანგარიში და სჯობს, მოუსმინონ პარლამენტის თავმჯდომარეს, სინამდვილეში რას აკეთებს პარლამენტი და როგორ მუშაობს. უამრავ საქმეს აკეთებს პარლამენტი და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ კანონპროექტს იღებს. სჯობს, ამას მოუსმინონ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამ წუთებში, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

მსგავსი თემები