“ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად განზრახ მკვლელობა რჩება” – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი თავად ჩავარდა მდინარეში თუ ვინმემ ეს კვალის დაფარვის მიზნით გააკეთა, ოჯახისთვის ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, განზრახ მკვლელობა დარჩება.

„ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაგვი საგანი, შეიძლება – ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ – არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს. თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. რამის გამორიცხვა შეიძლება ამით? არაფერი ამით არ ხდება. დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, თითქოს განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსიაა ეგ და შემდეგ მოდის სხვა ვერსიები“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

მსგავსი თემები