“ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან კონტაქტი, მაგრამ ის მაშინ ჯანმრთელი იყო” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ COVID 19-ით დაინფიცირების დღეს გამოვლენილი 4 შემთხვევიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურდა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა და მაშინ, როდესაც ვირუსის ნიშნები გამოვლინდა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, პრობლემური არ არის.

“ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან კონტაქტი, მაგრამ ის მაშინ ჯანმრთელი იყო, როგორც ვიცი. მან როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. მაგრამ ეს გამოვლინდება დინამიკაში. ამ ქალბატონთან არსებულ კონტაქტებზე შესწავლა და დაკვირვება გაგრძელდება,”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები