„ერთი თვლის, რომ საჭიროა გააძლიეროს გავლენები სამხრეთ კავკასიაში, მეორე თვლის, რომ საქართველო უნდა დაინგრეს“ – მამუკა არეშიძე

„რუსეთს ქართველ ერთან ურთიერთობა აბსოლუტურად არ აღელვებს“ – აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და ფიქრობს, რომ სერგეი ლავროვის განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, ქართველი ერის სიყვარულითა და პატივისცემით არ არის განპირობებული და მას სულ სხვა მიზნები აქვს. როგორც არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოსკოვში ორი ძალა საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის.

„რუსეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა უმნიშვნელოა. საქართველოსთან კარგ ურთიერთობაზე არ არის საუბარი, გავლენების გაძლიერებაზეა ლაპარაკი. რუსეთში იბრძვის ორი ძალა. ერთი თვლის, რომ საჭიროა გააძლიეროს სამხრეთ კავკასიაში თავის გავლენები და მეორეს თვლის, რომ საქართველო უნდა დაინგრეს, უნდა დაიშალოს. ანუ, გაძლიერებაზე ზრუნვა არაფერს გვაძლევს, უნდა დაიშალოს. მოსკოვში დღეს სერიოზული ეჭვით უყურებენ ერევანში მიმდინარე პროცესებს. ისინი თვლიან, რომ მოსკოვის გავლენები იქ შესუსტდა. ასევე, აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები დამაკმაყოფილებელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი პრაქტიკულად აკონტროლებს აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას, გავლენა არ აქვს, მაგრამ აკონტროლებს და შეუძლია, კორექტივები შეიტანოს“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები