ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ფარიკაობაში

თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელბის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, ქალთა შორის, დაშნით ფარიკაობაში მეორე საპრიზო ადგილი მარიამ ზოიძემ მოიპოვა,ევა აჰამიანი კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

ვაჟთა შორის, რაპირით ფარიკაობაში ირაკლი მიქელაძეს ბრინჯაოს მედალი ერგო.

მსგავსი თემები