ერთი დღე ავტომობილის გარეშე – აქციას საქართველოც უერთდება

თბილისში, 22 სექტემბერს, ევროპის მობილობის კვირეული  – „მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე“,  გაიმართება.

როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, აქციის მიზანია, მოქალაქეებმა ერთი დღით დატოვონ საკუთარი ავტომობილები სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით,  ველოსიპედით, ან, სულაც, ფეხით იარონ, რათა ყველამ ნახოს, რამდენად უკეთესია ქალაქი ხმაურისა და ავტომობილების გამონაბოლქვის გარეშე.

ეკა ლალიაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ კვირეულში. მისი თქმით, კვირეული, ველო-გარბენით გაიხსნება, რომელიც მაღლივში, უნივერსიტეტის ქუჩიდან დაიწყება და შარტავს ქუჩაზე დასრულდება. 

“22 სექტემბერს იწყება, ევროპის მობილობის კვირეული, რომლის მიზანია, შემცირდეს კერძო ავტომობილების ყოველდღიური მოხმარება და მოქალაქეებმა, ალტერნატიულ ტრანსპორტად ავირჩიოთ ისეთი გადაადგილების საშუალებები, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოკლე მანძილზე ფეხით სიარული თუ, ველოსიპედის გამოყენება. კვირეულის მთავარი იდეაა, რომ გარემოს გასაჯანსაღებლად,  დავტოვოთ ავტომობილები სახლში და ვიმგზავროთ სხვა ტრანსპორტით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს შემოგვიერთდნენ. მაღლივში, 10 საათიდან ვიწყებთ ველო-გარბენს  და ვასრულებთ შარტავას ქუჩაზე. ეს არის სიმბოლური გამოხატულება თუ როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ, თუნდაც ერთი დღით სხვა კატეგორიის ტრანსპორტით კერძო ავტომობილი. ნელ-ნელა ამ ტენდენციაზე უნდა გადავიდეთ, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს,”- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” 

მსგავსი თემები