“ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი” – კახა კალაძე უგულავა-სააკაშვილის შეხვედრაზე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ ერთი გამხმარი ხის ორი ტოტს უწოდებს და ამბობს, რომ მათ შორის განსხვავება არაფერია. კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას ჰელსინკში შეხვედრას გამოეხმაურა.

„როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გუნდია და საზოგადოებამ ორივე პარტია ერთიან კონტექსტში უნდა ახსენოს.

„თანამოაზრეები არა, ეს ერთი გუნდია. ისინი ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ. მათ გარკვეული მცდელობა ჰქონდათ, რომ თითქოს, კონსტრუქციულები იყვნენ და დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, – აღნიშნა კალაძემ.

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ჰელსინკში, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერს, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას შეხვდა.
“ყველანი მივხვდით, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები