“ერთად იყვნენ ურწმუნოები და ერთად გახდნენ მორწმუნეები” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელი დაპირისპირება რეალურია და ეფუძნება მათ კონკრეტულ სუბიექტურ ინტერესებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მომავალში მათ თანამშრომლობას.

მისი თქმით, ორივე ძალას, საერთო ინტერესები და ღირებულებები გააჩნია.

„როგორც კი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერსებს ეს დასჭირდება, ისინი აუცილებლად თავიდან დაახლოვდებიან ერთმანეთთან. ვხედავთ, რომ ისინი ერთად იყვნენ ურწმუნოები, შემდეგ ერთად გახდნენ მორწმუნეები. ეს არის მართი საერთო ღირებულებებიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი აუცილებლად დალაგდებიან ერთმანეთში, იმიტომ, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად ერთნაირი მენტალიტეტი და ერთი და იგივე „ღირებულებები“. აქედან გამომდინარე, როგორც კი მათ ინტერსებს ეს დასჭირდება, ისინი აუცილებლად თავიდან დაახლოვდებიან ერთმანეთთან“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები