ერევნიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი თვითმფრინავი თბილისში საგანგებოდ დაეშვა

თვითმფრინავი, რომელიც ერევანი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, თბილისში საგანგებოდ დაეშვა. 

სომხური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. 

სააგენტოს განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ თვითმფრინავი ერევანში უსაფრთხოდ დაბრუნდა.

მსგავსი თემები