ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Shafaq news-ის ინფორმაციით, ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ნაჯაფის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ირანელ სტუდენტს, რომელიც ერაყში მანამდე ჩავიდა, ვიდრე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აიკრძალებოდა. მანამდე ახალი ტიპის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77 000-ს სცდება. დაღუპულია 2600-ზემეტი მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 25 000-ზე მეტი.

ჩინეთის გარდა, კორონავირუსი სახელწოდებით „კოვიდ-19“ მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაიღუპა 20 ადამიანი.

მსგავსი თემები