„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა“ – ისრაელიდან ტურისტების ჩამოყვანა ჩაიშალა

შეთანხმება, რომელიც საქართველოს ისრაელთან ჰქონდა დადებული, ამ ეტაპისთვის გაუქმებულია. აღნიშნულის მიზეზი კი „კორონავირუსის“ პანდემიაა.

„ზუსტად ერთი კვირის წინ იქ უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ“  – ეს განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ისრაელიდან ტურისტების შემოსვლა შეუძლებელია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ  შემოსულ ტურისტებს ფასი არ ექნება. .

„მწვანე კოლიდორი, პირველი, რომელთანაც დავალაგეთ, იყო ისრაელი. მე პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერი მზად იყო, შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა. ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივლისი ვთქვით საერთაშორისო ტურისტების გასახსნელად. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი… ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ, აქ ფრთხილი, გონივრული, დაბალანსებული ნაბიჯებია საჭირო, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები