„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, აქციას მხოლოდ 37 თანამშრომელი შეუერთდება

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულების დაანონსებულ საპროტესტო აქციას, კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ეხმაურება.

როგროც კომპანიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კომპანიის პროფკავშრების მიერ ორგანიზებულ პროტესტში 37 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც კრების ჩატარების მიზეზით, პროფკავშირის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მოითხოვა.

“ მიუხედავად დაანონსებული მასშტაბური აქციისა, კომპანიის პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, ოფიციალური მოწერილობის საფუძველზე, მოითხოვა, თავისი 37 დელეგეტის გაგზავნა თბილისში დილის 10:00 საათზე თითქოს კრების ჩატარების მიზეზით. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იქნებიან დღევანდელ აქციაზე,”- განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიის მენეჯმენტმა მადლობა გადაუხა თანამშრომლებს თანადგომისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს 13:00 საათზე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობასთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნები, ხელფასების 50% -იანი ზრდა 4500 მუშაკისთვის; უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება; ზეწოლის და დაშინების აღკვეთაა

მსგავსი თემები