„ემპათია“ რუსეთის სამხედრო პროკურატურისგან პასუხს ელოდება, შემდგომი ეტაპი სტრასბურგი იქნება – კვარაცხელიას საქმე

ოკუპირებულ აფხაზეთში, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრი „ემპათია“ რუსეთის სამხედრო პროკურატურას წერილს მეორედ უგზავნის და გარდაცვლილის მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებას ითხოვს. სწორედ მიღებულ პასუხზე იქნება დამოკიდებული საქმის ევრო სასამართლოში გაგზავნა.

როგორც წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთიდან მიღებულ წერილს დაელოდებიან, შემდგომი ეტაპი კი საერთაშორისო სასამართლო იქნება.

„მივმართეთ რუსეთის მთავარ პროკურატურას, საიდანაც გადაიგზავნა ჩვენი მიმართვა რუსეთის სამხედრო პროკურატურაში. სამხედრო პროკურატურიდან მოვიდა წერილი, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ. მათ კიდევ ერთი წერილი გავუგზავნეთ, სადაც ვითხოვთ, რომ ირაკლი კვარაცხელიას მეუღლე იქნას დაზარალებულად ცნობილი და ამჟამად ველოდებით რუსეთის სამხედრო პროკურატურიდან პასუხს,“ – განაცხადა მერიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით, კომპექსურ-სამედიცინიერო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 12 მარტს დააკავეს და სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. დაურ კოვეს მტკიცებით, კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით კი ის მოკლეს.

მსგავსი თემები