ელექტრომობილების დასამუხტ მოწყობილობებს ავტომობილის მფლობელებს უფასოდ დაუმონტაჟებენ

თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებით, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – chargers.tbilisi.gov.ge ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტრო დამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, 59 განაცხადია შესული, რომელსაც თბილისის მერია მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებთან, უფასოდ დაუმონტაჟებს.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, გათვალისწინებული იყოს ელექტრო დამტენებისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელი, რათა მოგვიანებით, მონტაჟის ეტაპზე, გზის საფარის დაზიანება არ მოხდეს.

„წახალისების მიზნით, ვისაც ელექტრომობილები ყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტრო დამტენები დავამონტაჟოთ. თან ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომ არც მუნიციპალიტეტს მოუწევს თანხის დახარჯვა. ბიზნესთან მუშაობით და ერთიანი შეთანხმებით, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ელექტრო დამტენები დამონტაჟდეს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოთხოვნაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები