„ეკოსერვის ჯგუფმა“ ბენზოცელები, გაზონისა და ბუჩქის საკრეჭი მანქანები შეიძინა


შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ საერთაშორისო კომპანია “შტილის“ თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამისი, პრემიალური პროდუქცია – ბენზოცელები, გაზონისა და ბუჩქის საკრეჭი მანქანები შეიძინა.

როგორც “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ 45 თანამშრომელს დღეს, კომპანია „შტილის“ საერთაშორისო ბაზრის ტექნიკურმა კონსულტანტმა დიმიტრი მელოშკინმა, მწვანე საფარის მოვლის შესახებ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგი მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ტექნიკის სწორად გამოყენების, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სამუშაოებს ითვალისწინებდა. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მათივე ინფორმაციით, კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კონტრაქტორის მხრიდან კვალიფიციური ტრენინგის ჩატარებას ითვალისწინებდა.

 

მსგავსი თემები