„ეკლესიის წინ რომ პოლიტიკოსები გარბიან, მეტიჩრობაა“ – გიორგი ლომია

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია უკრაინის ეკლესიის თემაში პოლიტიკოსების ჩართვას მეტიჩრობად აფასებს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში აღნიშნა, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება პოლიტიკოსის მხრიდან არასწორია, რადგანაც მათ საკითხი არ ესმით.

დეპუტატი მიიჩნევს, უკრაინას, ავტოკეფალიის მიღება ჩვენმა ეკლესიამ უნდა მიულოცოს და არა პარლამენტმა, ან პრეზიდენტმა.

„რატომღაც, ყველა პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის და ყველაფერში შეუძლია ჩაერიოს. როდესაც გამოდის პოლიტიკოსი და აკრიტიკებს ქართულ ეკლესიას, ან პირიქით, ეს არასწორია. არსებობს ეკლესია, არსებობს სინოდი და არსებობენ მღვდლები. მათ, შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ და თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ. პოლიტიკოსმა საკუთარი საქმე აკეთოს და სასულიერო პირმა – თავისი. არსებობს, საკითხები, რაზეც საუბარიც კი არ შეიძლება, რადგანაც არ ვართ ბოლომდე გარკვეულები,“ – აღნიშნა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ .

დეპუტატი დარწმუნებულია რომ ყველა პროცესის პოლიტიზირება ხდება: „როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა ამ პარლამენტის თავმჯდომარემ დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას? არ უნდა გავუსწროთ ჩვენს ეკლესიას,რადგან, ეკლესიაზე მეტი არავის გვესმის. როცა ეკლესია დუმს და პოლიტიკოსი აკეთებს განცხადებას, როცა ეკლესიაზე წინ რომ პოლიტიკოსიო გარბის, ეს მეტიჩრობაა“.

მსგავსი თემები