„ეკლესიის მხილების პროცესი გაგრძლდება“ – მამა ანდრია შედეგ ეტაპს აანონსებს

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია, აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს ჩამოშორებით ეკლესიაში არ ამოწურულა და არსებულ ცოდვებზე მხილების პროცესი გაგრძელდება. აღნიშნული განცხადება სასულიერო პირმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„მხილებები მანამ გაგრძელდება, სანამ სინოდი არ ჩაინიშნება. თავად სინოდმა, ამ გაჟღერებულ ცოდვებზე ეკლესიის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა და საკითხის განხილვა. ვიმეორებ, პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს სინოდზე. სწორედ სინოდის წევრები უნდა იყვნენ ამისთვის მზად და მოწადინებულებიც. ყოველი შემდგომი პროცესი იქნება მხილება მანა, სანამ სინოდი არ დათანხმდება ამ საკითხების განხილვას“ – ეს განცხადება სასულიერო პირმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე თქმით, საპატრიარქოსთვის ზვიად გამსახურდია იმიტომ იყო მიუღებელი, რომ ის, გარკვეულ სასულიერო პირებთან ერთად, ამ საკითხებზე ღიად საუბრობდნენ.

„საპატრიარქოს ვურჩევ, სინოდის კრების ჩაინიშნოს და ერთ-ერთ საკითხად სწორედ ეს ბრალდებები შეიტანოს. სოდომური ცოდვის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია, სინოდმა მტკიცებულებებთან ერთად, აუცილებლად უნდა განიხილოს“ – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები