„ეკლესია ჩიხშია. პოლიტიკოსები აზრზე ვერ მოდიან რა ხდება“ – მამა ანდრია სარია

„ვფიქრობ, როდესაც ბავშვი გაიგებს „კანფეტიო“ შესაბამისად, ყვირის კანფეტს. ასეა დაახლოებით ეს ადამიანებიც, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ. ისინი არ არიან დამოუკიდებლები თავიან განცხადებებში. ესაა დაგეგმილი პროპაგანდა. როდესაც მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რასაც ჩვენ ვსვამთ. ჩვენ გვჭირდება პასუხები, არათუ ემოციური განცხადებები“ – ასე პასუხობს მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია გარკვეული სასულიერო პირების განცხადებას მეუფე პეტრეს სულიერ მდგომარეობაზე საუბრობენ.

მამა ანდრიამ პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა, სადაც ყველა ბრალდებას უპასუხა. როგორც მღვდელ-მონაზონმა აღნიშნა, ეკლესია ჩიხშია. მისივე თქმით, გიჟის ძახება არსებულ პრობლემებს ვერ ჩაახშობს.

„გასაგებია რომ ეკლესია ჩიხშია.  პოლიტიკოსები აზრზე ვერ მოდიან რა ხდება. ვიცით  უამრავი შეცდომა, რაზეც ღია მსჯელობაც კი შიშს იწვევდა. ჩვენ ვართ სრულიად გულწრფელები და ვსაუბრობთ რა არის პრობლემები. ადამიანები შეუგნებლად, უნებლიეთ შედიან შეცდომაში და მათ შეცდომიდან გამოყვანას ვცდილობთ.  უამრავი უკვე სვამს სწორ შეკითხვებს, ადრესატიც შერჩეულია. ადამიანი როდესაც მართალს ამბობს, მარტივია გიჟად შერაცხყო.  გიჟის სტატუსის ადამიანი ვიცით სადაც უნდა იმყოფებოდეს. გიჟზე კი არაა საუბარი, პასუხი უნდა მივიღოთ – ის კონკრეტული საკითხები, რაც მეუფე პეტრემ გააჟღერა არის თუ არა სწორი“ – განაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, როცა კითხვებზე პასუხები არ ჩანს, პრობლემა კიდევ უფრო ჩიხში შედის და ვერ იფარება.

„ჩვენ არ ვღებულობთ კითხვებზე პასუხს, ვღებულობთ თავდასხმას, ცილისწამებას. ეკლესიის სწავლებით მიუღებელია ბევრი რამ. მათ შორის ჰომოსექსუალიზმი. ჩვენ ვსვამთ საკითხს, რომ პრობლემაა ეკლესიაში და უამრავი მაგალითი გვაქვს ამისა, თუმცა, მსჯელობა არ მიდის. ეკლესიის შიგნით იმდენად დიდი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს, ამის გადაფარვა რაღაც არაარსებითი თემებით, შეურაცხმყოფელია საეკლესიო ტრადიციის, სჯულის კანონის და შინაგანი წესრიგის“ – განაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მსგავსი თემები