მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ 68 000 კვ.მ ფართობზე მეტი მიწა გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 68 346 კვ.მ ფართობის მიწა უსასყიდლოდ გადაეცა. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბიჯვარში მდებარეობს.

ეკლესიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მთავრობამ 12 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 124 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ 2015 წელს მესტიაშიც გადაეცა. მთავრობის განკარგულება პრივატიზების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები