“ეკლესიამ ქალის მკვლელი კაცებისთვის უმკაცრესი სასჯელი უნდა დაადგინოს” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე ხაშურში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

სასულიერო პირის განცხადებით, ეკლესიამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს და საქვეყნოდ გამოაცხადოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალის მკვლელი კაცებისთვის.

„საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს და ხმამაღლა, საქვეყნოდ გამოაცხადოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ცოლის, ყოფილი ცოლისა და საერთოდ ქალის მკვლელი კაცებისთვის. აშკარაა, რომ ქალებზე ძალადობა, თვით სიცოცხლის მოსპობამდე, საშინელ და უმძიმეს ცოდვად აწევს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მხოლოდ საეკლესიო სასჯელი არ უშველის ამ პრობლემას, მაგრამ, ქალზე მოძალადე და მკვლელმა ყველა კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი ეკლესია სასტიკად გმობს, შეაჩვენებს და სჯის ქალზე მოძალადე კაცებს. ამ საკითხში ეკლესიის გამოკვეთილი და სრულიად ცალსახა პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს დეკანოზი. 

გუშინ ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. 

ბრალდებული დაკავებულია. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები