ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს.

“აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს, გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ”- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წერილში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკვე გაეგზავნა.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ყველაზე დიდი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციაა, რომელიც 1948 წელს ამსტერდამში დაარსდა. მისი წევრი 350 ქრისტიანული ეკლესიაა და 500 მილიონზე მეტ ქრისტიანს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აია-სოფია მეჩეთად სცნო. შესაბამისად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტაძარს მუზეუმის სტატუსი აღარ ექნება. 

მსგავსი თემები