ეკა ბესელია უვადო მოსამართლეთა კანდიდატების სიის გაწვევას ითხოვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, გადადგომით მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელ პროცესს ხელი შეუშალა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიაში ისეთი მოსამართლეებიც ირიცხებიან, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულები არიან.

„გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ ძალიან საზიანო იყო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს ეხება. მოსამართლეთა შერჩევის პროცესი კრიტერიუმებით დადგენილი წესით უნდა წარიმართოს, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურის სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს გახდის. მოსამართლეთა სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, არამედ სიაში არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ

მსგავსი თემები