ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის წევრები ემუქრებიან

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საქართველოს გენერალური პროკურატურა დატოვა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანები, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიან.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მან გამოძიებას რამდენიმე დეპუტატის გვარიც დაუსახელა.

„დავასახელე ზარდიაშვილი და მათიკაშვილი. მაქვს ეს ინფორმაცია და ეს კავშირები პირდაპირ მეტყველებს უკანონო, პირადი ინტერესებით მოქმედებაზე. ვიცი ოთხი საკმაოდ სპეციფიკური შემთხვევა. შეიძლება იყოს მეტიც. ისინი მმართველ გუნდში არიან… რამდენიმემ პირადად მითხრა, რამდენიმე ადამიანის შესახებ პირადად შევიტყვე, როგორც პარლამენტის წევრმა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი განცხადებით, „ეს“ ადამიანები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ემუქრებიან.

ინფორმაციისთვის, ეკა ბესელია დღეს პროკურატურაში მის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს. მისი განცხადება კი ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟებას ეხებოდა.

მსგავსი თემები