ეკა ბესელიამ კომისია უნდა დატოვოს – ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მოითხოვს, პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც სპეციალურად ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ დატოვოს.

“კომისიას სრულად როგორ შეიძლება ვენდო, როცა ამ კომისიას ეკა ბესელია წარმოადგენს. საგამოძიებო კომისიას მივესალმები, მაგრამ ამ კომისიის წევრია ბესელია, რომელმაც პირდაპირ დამადანაშაულა თითქოს მე ვიღაც პოლიტიკური პარტია მიმაგრებს ზურგს და მაძლევს დავალებებს. ამ ადამიანს, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა, როგორ უნდა ვენდო. მან კომისია უნდა დატოვოს. ამ მოთხოვნას დავაყენებ და პირდაპირ ვეტყვი, – მას მე სალაპარაკოს არ დავუჯდები”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ ტელეეთერით.

 

 

მსგავსი თემები