ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა იწყება

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის აპარატი ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. პროგრამა განკუთვნილია მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის, აგრეთვე მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

სტაჟირების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე – smr.gov.ge  და საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე – HR.GOV.GE შეუძლიათ.

სტაჟირებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგეძელდება.

მსგავსი თემები