ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა სტრასბურგის ნაცვლად ათენში გაიმართება

შეხვედრა, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს სტრასბურგში უნდა ჩატარებულიყო, 4 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართება. 

საგარეო საქმეთა სამინისტოში განმარტავენ, 22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით პირველად გაიმართა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის (მინისტერიალი) გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

მსგავსი თემები