ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დარღვევა არ დადასტურდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმეწუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

„სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეხება დასაშვებია, ხოლო დანარჩენი ნაწილი – არა; სასამართლო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესების 39-ე მუხლის გამოყენების შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ტ.ს-ს მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ნ.გ.“ – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მსგავსი თემები