ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო. კონტინენტის პირველობა ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაიმართება. შეთანხმება უეფას წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული კონფერენციის ფარგლებში მოხდა.

ჩემპიონატი 12 მარტს იტალიაში უნდა დაწყებულიყო, მატჩები ევროპის მასშტაბით 12 სხვადასხვა ქალაქში იყო დაგეგმილი. უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს, 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გადადებულია ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიც, შესაბამისად, 26 მარტს თბილისში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებს შორის არ ჩატარდება. ნახევარფინალური ეტაპის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები