“ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ” – ჰანს კრიუგე

“ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას”, – ამის შესახებ ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიუგემ გამოცემა The Daily Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებსაც ეპიდემია არ შეეხო, მეორე ტალღის დროს შეიძლება დაზარალდნენ.

„შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღის წინაშე შეიძლება დავდგეთ. მეორე ტალღა გრიპისა და წითელას სეზონურ აფეთქებას დაემთხვევა. მინდა ის ქვეყნები გავაფრთხილო, რომლებიც შეზღუდვებს არბილებენ: ახლა მომზადების დროა და არა ზეიმის“, – განაცხადა ჰანს კლიუგემ.

მსგავსი თემები