ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით “ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები”.

ზურაბ ჟვანიას მეუღლის ნინო ქადაგიძის თქმით, ქართული საზოგადოება რჩება იმ დასავლური ღირებულებების და ქვეყნის განვითარების იმ გზის ერთგული რომელიც ზურაბ ჟვანიას ჰქონდა და მიუხედავად სირთულეებისა ის დარწმუნებულია რომ ქვეყანა ამ გზას წარმატებით გაივლის.

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტიც. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებში და აქტიურ ცოდნაში ზურაბ ჟვანია მუდამ აქტუალური იყოს.

“ეს არის პოლიტიკოსი რომლის მოღვაწეობით არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფრაზით, რომელიც ვიცით, რომ “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”, ბევრად უფრო მდიდარია და ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის მოღვაწეობას ამ ფრაზის მიღმა, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ევროპული ტრადიცია შეიტანა პარლამენტში,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის თქმით, მისთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მოღვაწეობა, მიუხედავად იმისა, რომ ის ზურაბ ჟვანია პირადად არ იცნობდა.

მსგავსი თემები