ევროპის საბჭოს დელეგაცია პოზიტიურად აფასებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შემდგარ შეთანხმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე – ტიტუს კორლატეანს, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრსა და სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს  და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა“ – ინფორმაციას ამის შესხებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე, ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესებს.

„ევროპის საბჭოს დელეგაციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი  ესწრებოდნენ“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები