ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ეს ევროპაში ახალი ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა, ინფიცირებული 80 წლის ჩინელი ტურისტი იყო.

ვირუსმა აფრიკის კონტინენტზეც შეაღწია. კერძოდ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ეგვიპტეში. პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ახალი შემთხვევები ჩინეთის გარდა 28 ქვეყანაში ფიქსირდება. ჩინეთში კი კიდევ 146 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა უკვე 1526 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 67 ათასს აჭარბებს. არსებობს პოზიტიური სტატისტიკაც, 9 ათასამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიის საპორტო ქალაქ იოკოჰამაში გაჩერებული გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს. ლაინერზე 4 ათასამდე მგზავრი კვლავ კარატინში რჩება, მათგან ახალი კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდგინდა.

მსგავსი თემები