ევროპაში, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებს “კორონავირუსი” დაუდგინდათ

ესპანელ პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა.

დეპუტატმა ხავიერ ორტეგა სმიტმა კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. არსებული ცნობით, პოლიტიკოსს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჯერ კიდევ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრამდე ჰქონდა. პოლიტიკოსებმა მხარდამჭერებთან შეხვედრა იმიტომ არ გააუქმეს, რომ ესპანეთის ხელისუფლებას რაიმე სახის აკრძალვა არ დაუწესებია.

ხავიერ ორტეგა სმიტი პირველი ესპანელი პოლიტიკოსია, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ინფიცირების მიუხედავად ის სახლიდან იმუშავებს.

ბოლო მონაცემებით ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1 236 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 31 ადამიანი. განკურნება ამ დრომდე კი, 30-მა პაციენტმა შეძლო.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, როგორც კი ნადინ დორისმა ამის შესახებ შეიტყო, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში მოექცა.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსის 382 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია ექვსი ადამიანი.

მსგავსი თემები