ევროპარლამენტი შესაძლოა, ვირტუალური სესიების ჩატარებაზე გადავიდეს – „კორონავირუსის“ საფრთხე

მსოფლიოს მასშტაბით „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტი დახურულ სივრცეში სესიების ჩატარების საჭიროების საკითხს განიხილავს. პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, მსჯელობის შემდეგ გადაწყდება, სესიები გახდება თუ არა ვირტუალური.    

თუ ევროპარლამენტარებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, ამ შემთხვევაში, სესიებისთვის დარბაზის ნაცვლად  სატელეკომუნიკაციო საშუალებები იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, „კორონავირუსით“ დაინფიცირების შემთხვევები 84 000 აღწევს, რაც შეეხება  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ეს ციფრი – 37 000-მდეა.

მსგავსი თემები