ევროპარლამენტის რეზოლუცია „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიასაც“ ეხება

რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს მიიღო, რუსეთთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია და რუსეთის პოლიტიკის შედეგად მოკლულ საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.

​რეზოლუციაში საუბარია არჩილ ტატუნაშვილზე, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულზე.

„ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარული მოკლეს, რაც სოხუმში და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უხეში ქმედებების შედეგია… სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონფლიქტისას ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო“, – ვკითხულობთ რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ყველა წევრ სახელმწიფოს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ევროსაბჭოს სანქციების „შავ სიას“ ის ადამიანები დაემატოს, ვინც ჩაერთვება „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიას“ მომავალში დაემატება.

ვროპარლამენტი ასევე მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

მსგავსი თემები