ევროკავშირის ქვეყნები ჩინური პირბადეებით აღარ მომარაგდება – ევროკომისიის გადაწყვეტილება

ევროკომისიამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ქვეყნები ჩინური პირბადეებით აღარ მომარაგდეს. ამის შესახებ Aljazeera წერს.

ბოლო ერთი თვეა, პანდემიასთან გასამკლავებლად, ევროკავშირი წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკებს ჩინეთიდან მიღებული პირბადეებით ამარაგებს, თუმცა, როგორც ირკვევა, სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანები პირბადეების უხარისხობას უჩივიან.

ცოტა ხნის წინ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში გაგზავნილ 600 ათას პირბადეს არ აქვს ევროკავშირის სერთიფიკატი და სამედიცინო დაწესებულებში ისინი არ გამოუყენებიათ.

მსგავსი თემები