ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქარველების გატაცების ფაქტებს ეხმაურება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისია ადასტურებს, რომ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის მდებარე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაკავების, სავარაუდოდ მისთვის ცეცხლის გახნასთან დაკავშირებით მისიის ცხელი ხაზია გააქტიურებული.

„მისია მთელი დღის განმავლობაში შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლას აწარმოებდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და შემდგომ დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტების პრევეცნციისა და მათზე რეგირების მექანიზმის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები