ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართველი ექიმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართველი ექიმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი გააქტიურდა დღეს დილით. ასევე, მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ადგილზე, ერგნეთში, როცა მოხდა ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება,”- წერია განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლა.

მსგავსი თემები