ევროვიზია 2020 – თორნიკე ყიფიანის სიმღერის თიზერი

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის Take me as i am თიზერი ვრცელდება. სიმღერის და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. 

არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექ ვოკალია.

სიმღერის პრემიერა უახლოეს დღეებში საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება.

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.

მსგავსი თემები