ევაკუაცია და საგანგებო სიტუაცია ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო მოქალაქეების და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ყველაზე რთული ვითარება სოუთლენდის რეგიონშია, სადაც საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს. ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 500-ზე მეტი ტურისტი გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულ მდინარეებში წყლის დონის დაკლებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც მოსახლეობას სალხებში დაბრუნების საშუალებას მისცემენ.

მსგავსი თემები